ნინოწმინდა-ეშტიის საავტომობილო გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა დასრულდა
15-07-2019, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდა-ეშტიის საავტომობილო გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია. აღნიშნული გზა პარლამენტის დეპუტატმა ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქიდან ენზელ მკოიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა და ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა გახსნეს.

 

 

 


ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, რაიონული მნიშვნელობის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი, გამოიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე სისტემებს, სავალ ნაწილზე დაიგო გზის საფარი. ასევე, გაკეთდა გვერდულები, ბეტონის კიუვეტები და ეზოებამდე მისასვლელები.

 

 

 


აღნიშნული გზა 4 სოფელს - ყაურმას, თორიას, უჩმანასა და ეშტიას აკავშირებს. პარლამენტის დეპუტატი სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს მათ მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

 

 

გზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი სოფელი ეშტიის ცეკვის ანსამბლის „არმათის“ მიერ შესრულებული ცეკვით დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი