სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
16-07-2019, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 


სოფლებში წინუბანსა და გურკელში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. საავტომობილო გზის 3100 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი ეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 754 804 ლარით ფინანსდება. კეთილმოწყობილი გზით, როგორც აღნიშნული, ისე მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

 


ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ გურკელში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ახალი სპორტული მოედანიც მოინახულეს, რომლის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 777 ლარით დაფინანსდა.

 


აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 


მათ აგრეთვე, სოფლების: წინუბანი, გურკელი, აგარა, ზიკილია, მუგარეთის - სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. სადაც პროექტის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის ახალი სათავე-ნაგებობა უნდა გაკეთდეს, საიდანაც მაგისტრალური მილსადენით წყალი გამწმენდ-ნაგებობაში შევა, რის შემდეგაც სასმელი წყალი მაგისტრალური მილსადენებით დასახლებულ პუნქტებს მიეწოდება.

 


პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 894 894 ლარით ფინანსდება.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი