მამუკა ბახტაძემ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა
16-07-2019, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, - შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერა. 

 

 

ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება.პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. 

 

 

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს.

 


"გზის ეს მონაკვეთები საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ძალიან კარგია, რომ მშენებლობა ვადების დაცვით მიმდინარეობს და 2020 წლის მეორე ნახევარში, როგორც ქუთაისის, ისე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. ეს მანძილს ძალიან შეამცირებს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. უკვე მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და 2020 წლისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სრულად მშენებლობის რეჟიმში გადავა. ამასთან ერთად, იგეგმება სხვა გაუთვალისწინებელი პროექტების დაწყებაც და ეს გარკვეული ჩამორჩენების აღმოფხვრის საშუალებასაც მოგვცემს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


პრემიერ-მინისტრმა დღესვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე „ვისოლ ჯგუფის" ახლად გახსნილი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი დაათვალიერა.

27 068 კვ.მ.-ზე განთავსებულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. „ვისოლ ჯგუფში" შემავალი შვილობილი კომპანიების ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, წიგნების მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალებს მოიცავს.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალის გასწვრივ ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მეტად გავზარდოთ ტრანზიტული მოძრაობა. ძალიან მისასალმებელია, რომ აქტიურად ვითარდება ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქვე, ქუთაისში იწყება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი