ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაფნის ფოთლის ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
16-07-2019, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაფნის ფოთლის ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის (AMMAR) ხელმძღვანელმა, ქეთევან შარაბიძემ დაფნის ფოთლის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე და ქართული დაფნის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე ისაუბრა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია:

 

 

პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა

 

 

არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;

 

 

მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;

 

 

ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;

 

 

საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ. პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი