წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ორი დღის განმავლობაში კინოჩვენებები მიმდინარეობს
18-07-2019, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ორი დღის განმავლობაში adjara.net - ისა და cinemainia -ს სოციალური პროექტი „მოსიარულე კინოს“ ფარგლებში კინოჩვენებები მიმდინარეობს.

 


ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ანახეს ორი ფილმი: მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი „8 წუთი“ და ბოლო დროის ოსკარზე ნომინირებული ანიმაცია „სპაიდერმენი“, როგორც პროექტის მენეჯერი თორნიკე თავხელიძე ამბობს, ფილმების შერჩევა აუდიტორიის მოთხოვნის გათვალისწინებით ხდება. პროექტი უკვე განხორციელდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის მხარდამჭერია მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური.

 


ფილმების ჩვენება 20:00 საათიდან დღესაც გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი