ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იმერი“ ლატვიის ქალაქ ტუკუმსში ქალაქის დღესასწაულზე მიწვევით იმყოფებოდა
18-07-2019, 21:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იმერი“ ლატვიის ქალაქ ტუკუმსში ქალაქის დღესასწაულზე მიწვევით იმყოფებოდა.

 

 

ანსამბლი მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგა უცხოელი მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალაქ ტუკუმსში მოეწყო ხონის დელეგაციის ოფიციალური მიღება, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიალს ლატვიაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე ესწრებოდა.

 

 

ხონის მერის ლადო ჯურხაძის თქმით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა მოხდეს ხონში არსებული ფოლკლორული ჯგუფების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების დანერგვა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა.

 

 

ვიზიტისას დაიგეგმა, რომ შემოდგომაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით ხონს ლატვიელი ბიზნესმენები და მეწარმეები ესტუმრებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებს და ასევე მოხდება ადგილობრივი სამეწარმეო და ტურისტული პოტენციალის შესწავლა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი