ხონში დევნილთა დასახლებაში ბაღის მშენებლობა იწყება
18-07-2019, 21:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქალაქ ხონში, დევნილთა დასახლებაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხონის N2 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გამართა.

 

 

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე - ბატონი მამუკა ცოტნიაშვილი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის რეგიონში ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს ტავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე ჩაუტარდება, სადაც ასოცამდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. განახლებული საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს ხონში მცხოვრები დევნილი და არადევნილი ბავშვების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებას და ამასთან ერთად, წაახალისებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის პროცესს, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილია დევნილთა დასახლებაში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია დაქალაქის ცენტრში სათემო ცენტრის მშენებლობა.

 

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და მათ შორის ხონის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიზანს - გააუმჯობესოს სკოლამდელი განათლების სტანდარტი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ქვეშ 30 თვის განმავლობაში, 2021 წლის ივნისამდე, ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

 

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება და აქცენტს აკეთებს იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობაზე საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი