აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუის სრუტეში ირანის კუთვნილი დრონი ჩამოაგდეს.
ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დრონი მას 900 მეტრით მიუახლოვდა.
როგორც ირანში აცხადებენ, მათ დრონის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ვარაუდობენ, რომ უპილოტო თვითმფირნავი ამერიკული იყო და მათ შეცდომით თავიანთი დრონი ჩამოაგდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.