კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს
19-07-2019, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა 16 000 ტონაზე მეტია, აქედან,  6 000 ტონაზე მეტი ექსპორტირებულია.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

 

„წელს მოსავალი კარგია და კრეფის პროცესიც შეუფერხებლად მიდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რაც ფერმერებს უადვილებს ჩაბარების და ექსპორტზე გატანის პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა გაზრდილია და ფერმერები საბაზრო ფასითაც კმაყოფილები არიან”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

დღეისათვის კახეთის რეგიონში 9 სამაცივრო მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს.  სოლომონ პავლიაშვილი ატმისა და ვაშლატამას მიღება-დაბინავების პროცესს გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში არსებულ მიმღებ პუნქტში და სამაცივრო მეურნეობაში „Champion Plus” გაეცნო. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეურნეობას 600 ტონამდე ატამი აქვს მიღებული.

 

სოლომონ პავლიაშვილმა კახეთში ყოფნის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში დავით ნაპირელის ფერმერული მეურნეობაც დაათვალიერა. ფერმერს სხვა ჯიშებთან ერთად, საადრეო ატმის ბაღიც აქვს, საიდანაც მოსავალს ივნისის თვეში იღებს და ექსპორტზე გააქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი