ლევან იზორიამ ამოცანით მართვის პრინციპები აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს გააცნო
19-07-2019, 16:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში, თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის შესახებ ლექცია აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს წაუკითხა.

 

 

ლევან იზორიამ თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, მომავალ პერსპექტივებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამოცანით მართვის ცალკეული ქვედანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

 

 

ლევან იზორიამ ყურადღება ამოცანის მართვის დანერგვისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე გაამახვილა როგორიცა; ლიდერების განვითარება, მცირე ზომის ქვედანაყოფების მოქნილობის გაზრდა და ურთიერთობების მაღალი ხარისხის განვითარება. მინისტრის თქმით, ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა, თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შუწყობს ხელს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ამოცანით მართვის პროგრამის დანერგვაზე, რომელიც პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს.

 

 

ამოცანით მართვის ახალი პრინციპები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას მიმდინარე წელს უკვე გააცნო. ასევე იგეგმება ამოცანით მართვის პრინციპების გაცნობა დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

 

 

ვაზიანში, ლექციას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი