ცოტნე გამსახურდია: „რუსთავი 2“ არც მალავს, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია!“
21-07-2019, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2“ იყო და არის ჯერჯერობით ალტერნატიული, კრიტიკული აზრის ფორპოსტი. დიახ, ისინი არც მალავენ, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია!“ - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

 


„ეს ოხერი, ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილით ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა?!

 


დიახ, რუსთავი 2 იყო და არის ჯერჯერობით ალტერნატიული, კრიტიკული აზრის ფორპოსტი (ვინც არ იცით რას ნიშნავს, დაგუგლეთ)! დიახ, ისინი არც მალავენ, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია! ხელისუფლება კი, როგორც თავის დროზე ნაციონალების მთავრობა, ცდილობს დაადუმოს ყველა კრიტიკოსი, და მოუსპოს ადამიანებს საკუთარ დანაშაულზე და უმოქმედობაზე ინფორმაციის მიღების საშუალება. დიახ, ნეტავ ყველა მეტნაკლებად მსხვილ პარტიას თავის ტელევიზია ჰქონდეს, მაგას რა აჯობებდა? გაიხსენეთ, რამდენი დაფარული, დანაშაულებრივი ფაქტის წინაშე შევიტყეთ რუსთავი ორისგან?! დანაშაულის, რომელიც ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ იყო ჩადენილი.

 


მაგრამ საქმე იმაშია, რომ გვარამიას და ნაციონალების სიძულვილით დაბრმავებულ ხალხს არ ესმის: ხელისუფლებას რუსთავი ორის დადუმება კიარა, ჩვენი დაყრუება უნდა!“- წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი