წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ბროწეულას დასახლებაში გამართულ შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა
22-07-2019, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

 


ბროწეულას დასახლებაში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატმა 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც მოიცავს გზის მოწესრიგებასა და გაზიფიცირების პროცესის დასრულებას.

 


ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია ,,სოკარ-ჯორჯია გაზს’’ შორის არსებული შეთანხმების შედეგად უახლოს მომავალში დაიწყება შიდა დაქსელვის სამუშაოები როგორც ბროწეულაში, ასევე ქვედა და ზედა მესხეთსა და უკანეთში.

 


მიმდინარე წელს განხორციელდება ბროწეულას დასახლებაში 940 მეტრი გზის რეაბილიტაციის პროექტიც (ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება).

 


შეხვედრაზე განიხილეს საერთო საცხოვრებელ ფართზე არსებული უძრავი ქონების - მიწის რეგისტრაციის საკითხი, რომლის მოგვარებაზე მაჟორიტარის შუამდგომლობით უკვე მუშაობენ მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი