ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში სომხური კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, პოეტ ვაჰან ტერიანის პოეზიის ტრადიციული დღე აღინიშნა
22-07-2019, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

21 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სოფელ განძაში სომხური კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, პოეტ ვაჰან ტერიანის პოეზიის ტრადიციული დღე აღინიშნა.

 

 

პოეზიის დღეს სოფელ განძაში 1967 წლიდან აღნიშნავენ.

 

 

ვაჰან ტერიანი სოფელ განძაში 1885 წელს დაიბადა და 1920 წელს გარდაიცვალა. მას თარგმნილი აქვს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ასევე აკაკი წერეთლისა და ბოდლერის ნაწარმოებები. სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრული განწყობით სავსე ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქიდან, სამცხე - ჯავახეთის რეგიონიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოსა და სომხეთის ,,მწერალთა კავშირის'' წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები და მწერლები, თანამდებობის პირები, ახალგაზრდა შემსრულებლები, ცეკვის ანსამბლები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ნინოწმინდა - ახალქალაქის ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი.

 


ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, სომხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, მოსახლეობას და საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა და ღონისძიების დაწყება მიულოცა.

 


მანამდე სტუმრები და ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი, შეასრულეს წმინდა კარაპეტის ეკლესიაში წირვა-ლოცვა და ბოლოს იხილეს მერის კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული (უფროსი ჟორა სნხჩიან) ძალიან სახალისო და მრავალფეროვნებით გაფორმებული კონცერტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი