„კანადასთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება კანადელ და ქართველ ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
23-07-2019, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

 

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოსა და კანადას შორის ეკონომიკური შინაარსის პირველი დოკუმენტია. მისი გაფორმება ხელს შეუწყობს როგორც ქართველ, ისე კანადელ ინვესტორებს განახორციელონ ინვესტიციები ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი თქმით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

 

 

აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.

 

 

აღსანიშნავია, რომ „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ახალი სამოდელო პროექტის განხილვა კანადის მხარემ საქართველოს 2018 წლის მარტში, კანადის მხარემ საქართველოს შესთავაზა. წარმატებული წინასწარი მოლაპარაკებების შემდგომ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი 2018 წლის აგვისტოში ქალაქ ოტავაში, ხოლო მეორე რაუნდი თბილისში 2019 წლის 21-22 იანვარს გაიმართა.

 

 

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა შორის არიან საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი