იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება
24-07-2019, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ალკოჰოლური სასმელების იაპონური საკონსულტაციო კომპანიის „ASIA AC“ პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს შეხვდა. აღნიშნულ კომპანიასთან პარტნიორობით ქართულმა მხარემ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“  წარმატებით განახორციელა. 

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

 

 

„ქართული ღვინის სათანადო შეფასებისთვის იაპონელ ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია და სამეცნიერო აღიარების - საქართველო ღვინის სამშობლოა,  მთელ მსოფლიოში გავრცელება. ვფიქრობ, ჩვენი თანმშრომლობა, შედგება და აუცილებლად  ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

როგორც ვატარუ ივამოტომ აღნიშნა, იაპონიაში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელების შედეგად, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბუნებრივად აყენებს დღის წესრიგში იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხს.

 

 

კომპანია „ASIA AC“-ის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თბილისსა და კახეთის რეგიონში გაეცნობიან და დააგემოვნებენ ქართული ღვინის ნაირსახეობებს, რათა მასშტაბურად მოხდეს ქართული ღვინის წარდგენა და ექსპორტი იაპონიაში. 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი