სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ კონფერენცია - „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“ გაიმართა
24-07-2019, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა კონფერენცია „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომელიც მუნიციპალურ დონეზე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ინსტიტუციური მდგრადობისა და საჯარო ფინანსების ეფექტიანი გამოყენების საკითხებს მიეძღვნა. 


ღონისძიება გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, რომელმაც თვითმმართველობისთვის გამართული შიდა კონტროლის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების” დამკვიდრების მიზნით, ქვეყნის საჯარო სექტორში 2010 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა, რომლის განხორციელებაც ხელს უწყობს შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების მეტად მიზნობრივ, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას.

 


შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ყველა მუნიციპალიტეტის მერმა და შიდა აუდიტის ხელმძღვანელმა. 


შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი). 


2018 წელს, ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებით, „გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის“ პროექტის ფარგლებში, USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)“ მხარდაჭერით განხორციელდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის შეფასება 8 მუნიციპალურ ერთეულში (ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი, თელავი). 


ამასთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა სამი სისტემური აუდიტის პილოტური პროექტი ზუგდიდის, თელავისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, გადამზადდა 160-მდე შიდა აუდიტორი და მოხდა აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრები. პროექტი გრძელდება 2019 წელსაც და მიზნად ისახავს მუნიციპალურ ერთეულებში თანამედროვე მენეჯერული სისტემების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი