ნათია თურნავა - „ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ბევრი ნებართვის მიმართულებით და ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ“
24-07-2019, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილა. მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო უწყების გეგმები 20 ივნისის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

 

 

 „რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მსჯელობა გვქონდა 20 ივნისის კრიზისის შემდგომ ქართულ ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ინვესტიციების სფეროში, ინვესტორების მოლოდინებზე, საინვესტიციო გარემოზე და დავსახეთ გეგმები, როგორ გადავლახოთ ეს ერთობლივად - ნეგატიური ზემოქმედება უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმის სექტორზე ზემოქმედება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

ნათია თურნავას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ღონისძიებებია, რომლებიც საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. ამასთან, მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან პრივატიზაციის ფარგლებში კომპანიების მიერ 80 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება იქნა აღებული. „ეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ინვესტორებთან ურთიერთობაზე და მათ მოზიდვასა და ინვესტირების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვედრისას საინვესტიციო გარემოზე მომხდარი ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად დაგეგმილი რამდენიმე მიმართულება გააცნო: პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება; ქონების გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებებით; მიწის რეგისტრაცია მისი ბრუნვაში უფრო სწრაფად ჩართვის მიზნით. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ერთი ფანჯრის პრინციპის“ მუშაობა.

 

 

„ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ძალიან ბევრი ნებართვის მიმართულებით და ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ დღეს ბიზნესს, მაგალითად, წიაღისეულზე და მიწაზე საკუთრების უფლებები, ან ნებართვები ახალი ჰესების აშენებაზე - ერთდროულად მიწაზე და უძრავ ქონებაზე უფლებები, თუ როგორ დავაჩქაროთ უძრავი ქონების პრივატიზებისას მშენებლობის ნებართვების აღება და ა.შ.“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი