თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ძევრის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
25-07-2019, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ძევრის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება.

 


მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესებს თერჯოლის მუნიციპალიტეტი მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გოდერძი თურქაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.

 


სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბორანი “ შეასრულებს და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 517 237 ლარი დაიხარჯება.

 

 

 


თერკოლის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში აღდგება შადრევანი, მოეწყობა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელობის სკვერი, დაიგება ასფალტის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიური, ტროტუარი, შეიცვლება წყლის მილები, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის წყალმომარაგებას. ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება ცენტრში მდებარე უსახური შენობის დემონტაჟი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი