საფრანგეთის სამთო ჯარების მეთაური საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა
25-07-2019, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის ქვეითი სამთო ჯარების მეთაურს უმასპინძლეს. სკოლის ხელმძღვანელობამ ბრიგადის გენერალ პიერ-ჟოზეფ ჟივრის სკოლის ისტორიის, მიზნების, იქ არსებული სამთო კურსების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო. სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ფრანგულ მხარეს სკოლის დაარსებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ქართველი ინსტრუქტორების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ფრანგმა გენერალმა სკოლის ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და შეიარაღებაც დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. ფრანგი სტუმრები სკოლის ინსტრუქტორების მიერ სპეციალურად შესრულებულ სადემონსტრაციო-საჩვენებელ ვარჯიშებსაც დაესწრნენ, რაც რამდენიმე სამთო დისციპლინას, სიმაღლიდან თოკით დაშვებას, ლითონის ბაგირით ხევის ფორსირებასა და ავსტრალიურ დაშვებას მოიცავდა. ბრიგადის გენერალ პიერ-ჟოზეფ ჟივრის სამხედრო მოსამსახურეებთან არაფორმალურ ვითარებაში გასაუბრების შესაძლებლობაც ჰქონდა.

 

 

გენერალთან ერთად საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საქართველოში საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი თავდაცვის ატაშეები და თავდაცვის ატაშეს მოადგილე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი