მესტიის მერია: მოხერხდა ადიდებული მესტიაჭალას კალაპოტში დაბრუნება და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
26-07-2019, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე მესტიაჭალა საფრთხეს უქმნიდა დაბა მესტიაში, ლალაიდის დასახლებას (ე.წ. „ლალაიდის“ ხიდის მიმდებარე ტერიტორია).

 


როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, ჩატარდა კალაპოტის განტვირთვის სამუშაოები, რის შედეგადაც მოხერხდა მდინარის კალაპოტში დაბრუნება.

 


მესტიის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის, შპს „ლემს“, სპეციალური ტექნიკით გაწეული დახმარებისთვის.

 

 

დაბა მესტიაში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჭალაადის მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ნატანი მასალით, განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა.

 

 

 


„ასევე დაზიანებულია „წრნიაშიდან“ წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ჯერჯერობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაზიანების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.

 


ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ სასაზღვრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

 


ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის“, ნათქვამია მესტიის მერიის ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი