დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება - დაგეგმილ პროექტებზე საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა
26-07-2019, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება, - დაგეგმილ პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

 

 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

 

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

 

 

ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად აქცევს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულ ფუნქციას შესძენს.

 

 

„დღეს დავათვალიერეთ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2020 წლის ივნისს დავასრულებთ სამუშაოებს და მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში. ამ რეგიონს აქვს ძალიან უნიკალური ტურისტული პოტენციალი, შესაბამისად, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

 

 

ჩვენ ამ პროექტების რეალიზაციაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება. მოგეხსენებათ, რომ მთის განვითარება წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კანონის მიღების შემდეგ. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინტერნეტიზაცია, ჩვენი ამოცანაა ყველა დასახლებაში მივიყვანოთ ინტერნეტი. ინტერნეტის განვითარების გარეშე ეს ულამაზესი ადგილები ვერ შეძლებენ თავიანთი ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. ძალიან მნიშვნელოვანი გზა გაიჭრა სოფელ არხოტამდე. წლების განმავლობაში სოფელი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და აქვს ამასთანავე უნიკალური ტურისტული პოტენციალი" , განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი