ქალაქ წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა დაიწყო
26-07-2019, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. სკოლებისა და ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად ქალაქ წყალტუბოში, დაწყებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა.

 


დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე მინიტორინგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ განახორციელეს, რომლებმაც სოფლების: ფარცხანაყანევის, მუხიანის ამბულატორიების, ყუმისთავისა და რიონის სკოლისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

 


,,მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ინფრასტრუქტურა მოეწყობა 14 საჯარო სკოლასა და 6 სოფლის ამბულატორიაში, გარდა ამისა, დასრულდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა’’ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანი.

 


სახელმწიფო პროგრამით სოფელ ყუმისთავში სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები 80235 ლარით ფინანსდება, რიონის სკოლის მოსაწყობად - 15 338 ლარია განსაზღვრული. სოფელ ფარცხანაყანევში ამბულატორიის შესაკეთებას 27464 ლარი მოხმარდება, ხოლო მუხიანის ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის- 34199ლარი დაიხარჯება. 262 452 ლარითაა დაფინასებული ქალაქ წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი