ევროპაში ანომალიური სიცხეებით იტანჯებიან, რუსეთში კი ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და თოვლჭყაპსაც ელოდებიან - მეტეოროლოგები მიზეზებს ხსნიან
28-07-2019, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვის მეტეოროლოგიური ბიუროს მთავარი სპეციალისტი ტატიანა პოზდნიაკოვა ხსნის, თუ რატომ დადგა ევროპაში რეკორდული სიცხეები და რას უკავშირდება რუსეთში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

 


ექსპერტი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებში მაღალი ტემპერატურის განმაპირობებელი აფრიკიდან შესული ცხელი ჰაერის მასები გახდა, რუსეთში ამინდთან დაკავშირებული ანომალია კი ჩრდილოეთ პოლუსიდან ულტრაპოლარული შემოჭრით აიხსნება. ჰაერის მასების ამგვარი გადატანა ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით - ეს მერიდიანული პროცესის ნაწილია.

 


„ახლა მერიდიანების გასწვრივ მოძრაობას აქვს ადგილი. წყნარი ოკეანის ცხელი, მხუთავი ჰაერი აღწევს შორს ჩრდილოეთისკენ და პირიქით: პოლუსიდან ცივი ჰაერი აღწევს შორს სამხრეთისკენ და ეჯახება იქ ცხელი ჰაერის მასებს, რაც ძლიერ წვიმას წარმოშობს“, განაცხადა პოზდნიაკოვამ "КП"-სთან საუბარში, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ „დედამიწის როტაციის კანონის“ თანახმად, უნდა მოხდეს დასავლეთ-აღმოსავლეთის ჰაერის მასების გადატანა, რა დროსაც ამინდი უფრო სტაბილურდება.

 


თავის მხრივ, მერიდიანების გასწვრივ ჰაერის მოძრაობა კლიმატური ეპოქის ცვლილების გამოვლინებას წარმოადგენს, ამბობს ექსპერტი. დასავლეთ-აღმოსავლეთის გადატანის პერიოდი დაახლოებით 25-30 წელი გრძელდება, მაშინ როცა მერიდიანული პროცესების პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა.

 


„იმას, რასაც ახლა ჩვენ ევროპაში ვაკვირდებით, იყო ადრეც, ოღონდ ძალიან ადრე - თუ ვირწმუნებთ მაშინდელ ცნობებს, მე-16 საუკუნეში ევროპაში ანალოგიური სიცხეები იდგა“, განაცხადა რუსმა მეტეოროლოგმა და დაამატა, რომ ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თითოეული კლიმატური ეპოქა.

 


„მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორია მხოლოდ 170 წელს მოიცავს, ხოლო ჩვენი პლანეტა გაცილებით, გაცილებით ძველია. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამ გამოიწვია კლიმატურ ეპოქებში ცვლილება - ეს შეიძლება იყოს ასტრონომიული ფაქტორები ან დედამიწის მაგნიტური ველის შეცვლა. გარდა ამისა, არსებობს ანთროპოლოგიური ფაქტორი - ადამიანის აქტივობებმა შესაძლოა შეცვალოს ამ ეპოქების სიხშირე, გახადოს ისინი უფრო მკაფიო და უფრო ხანგრძლივად განგრძობადი“, განაცხადა მან.

 


სინოპტიკოსების პროგნოზების თანახმად, მომავალი კვირის დასაწყისში მოსკოვსა და რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთში მკვეთრი აციებაა მოსალოდნელი. რუსეთის დედაქალაქში ტემპერატურა დღის განმავლობაში 11 გრადუსამდე დაეცემა, ზოგიერთ რეგიონში კი იწვიმებს და თოვლჭყაპიც კია მოსალოდნელი. ამ დროს კი, ევროპის ქვეყნებში ანომალიური სიცხეებისგან იტანჯებიან. მიმდინარე კვირას გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში ტემპერატურამ +42 გრადუსს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც. გერმანიის ხელისუფლებამ, მდინარეების გადახურების გამო, ქვედა საქსონიაში ბირთვული ქარხნები გამორთო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი