„გაუმაძღარი კაცი ხარ ბიძინა და ბოროტი... თავს შეგაკლავ და არ გაგიტარებ იმას, რასაც აკეთებ და როგორც ექცევი საკუთარ ხალხს... გავრილოვების გამო, პატარა ბიჭებს ციხეში ამწესებთ ისე, რომ არც კითხულობთ, მათი ოჯახები რას შეჭამენ“ - მიშა კაჭკაჭიშვილი
28-07-2019, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა პირებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მხარდამჭერი, ამჟამად „გამარჯვებული საქართველოს“ გვერდით მდგომი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც ოქრუაშვილს „ივანიშვილის პირად პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს.

 


კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილისთვის ხეები „ბევრად ღირებულია, ვიდრე ასეული ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა“.

 


„ახლა რასაც დავწერ, დავწერ სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა ზუსტად ვიცი რომ წაიკითხავს...

 


ბიძინა ბატონო, იცი რა განსხვავებაა მე და თქვენს შორის?!

 


არა, არ იცით, და იმიტომ არ იცით რომ თქვენ გაქვთ მილიარდები და დროებითი ძალაუფლება და ის ხეები, რომლებსაც თქვენ დაატარებთ წინ და უკან, ბევრად ღირებულია თქვენთვის, ვიდრე ასეული ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა...

 


მე და ჩემს მეგობრებს, იცით რატომ არ გვეშინია თქვენი რეპრესიების და „შინსახკომის“?!

 

 

ჯერ იმიტომ, რომ მართლები ვართ და მერე იმიტომ, რომ ჩვენს უკან, ჩვენი შვილები დგანან...

 

 

ამდენი წელი, იმედით გიყურებდით, ვფიქრობდი:

 


ამ კაცს, არც ფული უნდა და თუ რამეს აკეთებს, ხალხის საკეთილდღეოდ-თქო მხოლოდ, მაგრამ ამაოდ..

 


ჯერ ხომ გადაჭამეს ეს ქვეყანა მონური მენტალობის ჩინოვნიკებმა, რომლებსაც არც ღირსება, არც თავმოყვარეობა და არც მორალი არ გააჩნიათ...

 


ახლა დგახართ და ვიღაც... გავრილოვების გამო, პატარა ბიჭებს ციხეში ამწესებთ ისე, რომ არც კითხულობთ მათი ოჯახები რას შეჭამენ, რითი გაუგზავნიან ამანათებს და რით დააპურებენ მარტო დარჩენილი ქალები საკუთარ შვილებსა თუ შვილიშვილებს...

 


გაუმაძღარი კაცი ხარ ბიძინა და ბოროტი... სიმართლისთვის თვალის გასწორებაც გიჭირთ და იმიტომაც იჭერ ამდენ ხალხს...

 


მე პირადად აგერ ვარ... გინდა იარაღი ჩამიდონ შენმა ძაღლებმა და გინდა ბომბი...

 


ჩემი შვილების შეშინებულ თვალებს არ გაპატიებ - „მამა შენც არ დაგიჭირონ ფრთხილად იყავის“.

 


თავს შეგაკლავ და არ გაგიტარებ იმას, რასაც აკეთებ და როგორც ექცევი საკუთარ ხალხს...

 

 

დღეის შემდეგ, ვინც შენს ძალოვნებს დაემორჩილოს იმის დედა... !!!

 


არ დგახარ, კანონზე და სამართალზე მაღლა, არა, და შეგაგნებინოს იქნება ვინმემ!!!

 


ახლა შეგიძლია, ჯერ შენი სოციალური ქსელის მონები მომიქსიო, მერე ის შენი ძაღლები, რომლებიც უკანონოდ ხალხს იჭერენ, პოლიციის მუნდირის ფორმებში გადაცმულები...“ - წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.

 

 

კომენტარები: 3
#3   giorgi
      
მოდი იდი ნა ხუი კაჭკაჭიშვილი ხარ თუ ყვავიშვილი
26 აგვისტო 2019 08:48
#2   merabi
      
მე ერთი ვიცი რომ ნაციონალურ მოძრაობის წევრებს არავითარი უფლება არა აქვთ მორალური ვინმე განსაჯონ. სანამ პასუხს არ აგებენ თავის ერის წინაშე. ერს უნდა მოუხადონ ბოდიში მერე მოკიდონ ხელი თავიანთ ბიძინას და დაგვანებონ თავი ქართველ ერს სანამ კიდო შეგვჩენია ჩვენი ერის თავმოყვარულობა. მართალია თქვენ არა გვთვლით ერად თქვენს თვალში რბო ვართ, მაგრამ ზუსტად მანამდე გაგვასწარით აქედან სანამ რბოდ გადავიქცევით და გაგჯეგავთ! წადით ეგრე ჩახუტებულნი როგორცა ხართ. გაიბეთ ჩაკიდეთ ხელი თქვენ მარჩენალ ბიძინა ივანეშვილს და მოშორდით აქაურობას. არ გვინა თქვენი დაწყობილი საქართველო.მადლობელი ვარ ვნახეთ უკვე თქვენი დანაწყობი წ ა დ ი თ! მიშა + ბიძინა = უბედურებას.
30 ივლისი 2019 08:02
#1   მარიამი
      
ბოლომდე არც წამიკითხია, არ ღირს და იმიტომ...
მხოლოდ ის წავიკითხე, ოქრუაშვილი რომ ბიძინას პირად პატიმრად აღიქვამს...
ოქრუასვილი არის ერტი ღრძო, ბოღმიანი და უტვინო კაცი, რომელსაც წლებმა ვერაფერი ასწავლა...
მაგას მადლობა უნდა ეთქვა თუნდაც იმაზე რომ, ციხესი არ იჯდა და გარეთ დადიოდა.
ხალხს კარგად ახსოვს მაგისი "ვაჟკაცობები"...
შენ კიდევ კაჭკაჭიშვილო, დაწყნარდი და აზრები ისე გადმოაფრქვიე.

ციტატა: მარიამი
ბოლომდე არც წამიკითხია, არ ღირს და იმიტომ...
მხოლოდ ის წავიკითხე, ოქრუაშვილს რომ ბიძინას პირად პატიმრად აღიქვამს...
ოქრუასვილი არის ერტი ღრძო, ბოღმიანი და უტვინო კაცი, რომელსაც წლებმა ვერაფერი ასწავლა...
მაგას მადლობა უნდა ეთქვა თუნდაც იმაზე რომ, ციხესი არ იჯდა და გარეთ დადიოდა.
ხალხს კარგად ახსოვს მაგისი "ვაჟკაცობები"...
შენ კიდევ კაჭკაჭიშვილო, დაწყნარდი და აზრები ისე გადმოაფრქვიე.
29 ივლისი 2019 08:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი