მოკლულია სულ მცირე სამი ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 11-ს, მათ შორის ზოგიერთს კრიტიკული, კალიფორნიაში, კვირას, საჭმელების ფესტივალზე მომხდარი სროლებისას.
თვითმხილველმა ჯულისა კონტრერასმა NBC-ის განუცხადა, რომ ცეცხლი 30-დან 35 წლამდე თეთრკანიანმა მამაკაცმა გახსნა.
პოლიციის განცხადებით, ბრალდებული ჯერ არ არის დაკავებული და შესაბამისად, საფრთხე კვლავ არსებობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც მომხდარს „თვითერზე“ გამოეხმაუარა, დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.