მიმდინარე წლის 30 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა - ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან - დიმიტრი საყვარელიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა, რომლის შემსრულებელია შპს "იერი".
ონი-ირის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები- დასრულებულდა გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება. სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-როუდი“ და ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამბროლაური ავტოგზა 10“.
სოფელ ჭალაში დასრულდა მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები, შემსრულებელია შ.პ.ს "ჯე-ტა".
სოფელ ჭალაში მდინარე ჭალურაზე დასრულდა მცირე გადასასვლელი ორი ერთეული ხიდის მოწყობის სამუშაოები, შემსრულებელია შპს "რაჭა2005".
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.