ეკატერინე მიქაბაძე - მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციას
31-07-2019, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილული იყო ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელების შედარება ევროპასა და აზიაში. შეხვედრა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტი (ADBI), ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ინსტიტუტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

 

 

თავის გამოსვლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის ინტეგრაციისკენ. ეკატერინე მიქაბაძემ რამდენიმე უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც სრულად არ არის ათვისებული, ასევე სავაჭრო კავშირების განვითარებაზე, რასაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის სექტორზე და საქართვლოს პოტენციურ წამყვან როლზე რეგიონში ენერგეტიკის სფეროში. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის რეფორმა, რომლის შედეგადაც მეტად განვითარდება ენერგეტიკული ბაზარი და გაიზრდება მისი კონკურენტუნარიანობა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე კაპიტალის და ფინანსური ბაზრების რეფორმაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას, არამედ გახდება რეგიონის ფინანსური შუამავალი. 

 

 

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი