ონის მუნიციპალიტეტის მერმა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
31-07-2019, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 31 ივლისს ,ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

 

 

თათბირზე შეაფასეს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

 


მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლების წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების საკითხს.ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.

 


შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წლის დასაფინანსებელი პროგრამები,მათ შორისაა" სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" რომლის ფარგლებშიც განსახორციელებელ პროექტებს უშუალოდ მოსახლეობა ირჩევს ,ემზარ საბანაძემ აღნიშნა რომ 2019 წლის პირველი აგვისტოდან თვის ბოლომდე გაიმართება შეხვედრები და ყველა სოფელს მოიცავს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დროებით მაცხოვრებლებიც მიიღებენ მონაწილეობას 2020 წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის "ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაში.

 


წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რათა მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

 


თათბირს ესწრებოდა შპს " მოედანი 2009" დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი