„ამერიკულმა დოლარმა და რუსულმა რუბლმა "ადგილები რომ გაცვალონ", ქართული "პროდასავლური" პოლიტელიტა, უმალ "პრორუსული" გახდება"!
31-07-2019, 20:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკულმა დოლარმა და რუსულმა რუბლმა "ადგილები რომ გაცვალონ", ქართული "პროდასავლური" პოლიტელიტა, უმალ "პრორუსული" გახდება"! - დიახ, მოდით "ცუდ სიზმარში" წარმოვიდგინოთ, რომ 100 აშშ დოლარი ღირს 5 თეთრი, ხოლო 1 რუსული რუბლი 3 ლარი (ანუ, დოლარმა და რუბლმა "ადგილები გაცვალეს"), რა რეაქცია ექნებოდა ამას ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ოპოზიციურ პარტიებში და მმართველ პოლიტიკურ ძალაში? რა რეაგირება ექნებოდა და "სრულიად საქართველოს პოლიტელიტა, მყისიერად პრორუსული" გახდებოდა! სულ ესაა, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ცრუ "პროდასავლური პოლიტიკური "ფილოსოფია", მათთვის ფინანსები განსაზღვრავენ პოლიტიკურ პრინციპებს და იმიტომაც არის საქართველო ამ მდგომარეობაში, ანუ გაღარიბებულ-გაღატაკებული და სწორედ ფულზე დაგეშილმა პოლიტპარტიებმა და პოლიტიკოსებმა "გამოხრეს" საქართველო!! მართლაც, უკვე ამაზრზენი და გულისამრევია, როცა წლებია ლიბერალურ მასმედიაში გამართული პოლიტიკური დებატებისას, ქართველი "მაკიაველისდარი" პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები, "ენჯეოები" და სხვა, საუბარს იწყებენ და ამთავრებენ, - "დასავლური ღირებულებების და ფასეულობების ფუნდამენტალურ მნიშვნელობაზე და პროდასავლური ვექტორის ერთგულებაზე"! სინამდვილეში კი, გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში (1 რუსული რუბლი - 3 ლარი და 100 აშშ დოლარი - 5 თეთრი), ქართველი "მედასავლეთე პოლიტციცერონების" 99% იმავე დღეს, მყისვე მოახდენენ მათი კუთვნილი ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტის კონვერტაციას რუსულ რუბლში და ვაშინგტონი, ბრიუსელის ავიაბილეთებს, უსწრაფესად გადაცვლიან მოსკოვის ავიარეისებზე!!!

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი