იური ნოზაძე პერევისა და ჭალის მოსახლეობას შეხვდა
01-08-2019, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პერევსა და ჭალაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს.

 

 

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მოსახლეობას და უშუალოდ მათგან ვიღებთ ინფორმაციას რეგიონებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის ფორმირება", - განაცხადა იური ნოზაძემ.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელდება; ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ეფექტიანობაზე და წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 

 

„ცენტრალური ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთად ვხვდებით საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, ადგილზე ვისმენთ იმ პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს აწუხებთ. ვფიქრობთ, უშუალო კომუნიკაცია მეტად ეფექტიანია", - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

 

 

პერევსა და ჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად დასაქმებისა და წყლის პრობლემების მოგვარება დაასახელა. გამართულ შეხვედრაზე იმერეთის მხარეში საკალმახე მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი