სოლომონ პავლიაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოყურეშისა და ქვედა ცაგერის მოსახლეობას შეხვდა
03-08-2019, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოყურეშისა და ქვედა ცაგერის მოსახლეობას შეხვდა.

 


შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 


მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მოსახლეობას მიღწეული შედეგები გააცნო.

 


სოლომონ პავლიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან აღნიშნული რეგიონი მცირემიწიანია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერები არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს შეშით მომარაგების ახალი სქემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

 


„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ამ ტიპის შეხვედრებით განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს უშუალოდ ადგილობრივებთან ერთად. ცაგერის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილია 25 მილიონი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოები; ჯამში, 132 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რაც, უდავოდ, შთამბეჭდავი რიცხვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, უსახელოურისა და ორბელური ოჯალეშის დარეგისტრირება. აღნიშნულ რეგიონს აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მეტად გააუმჯობესებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

 

მხარის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი და რაჭისა და საჩხერის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.

 

 

 


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხვამლის მთასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს მის განვითარებას. მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 


ოყურეშსა და ქვედა ცაგერში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საკითხად დაურეგისტრირებელი მიწებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

 

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი