მოკლულია 20 და დაჭრილია 26 ადამიანი ტეხასის ქალაქ ელ პასოს ჰიპერმარკეტში განხორციელებული მასობრივი სროლების შედეგად
04-08-2019, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოკლულია 20 და დაჭრილია 26 ადამიანი ტეხასის ქალაქ ელ პასოს ჰიპერმარკეტში შაბათს, ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 10:35 საათზე დაწყებული მასობრივი სროლების შედეგად.

 


შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მომხდარს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე ტეხასის ისტორიაში“.

 


მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აშშ-მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ჰიპერმარკეტ Walmart-ში მოხდა.

 


დაკავებულია 21 წლის მამაკაცი, რომელიც ერთადერთი ეჭვმიტანილია ამ საშინელ დანაშაულში. პოლიციამ განაცხადა, რომ იგი დალასის მიმდებარე ქალაქ ალენის მკვიდრია, რომელიც დაახლოებით1 046 კილომეტრითაა დაცილებული ელ პასოდან.

 


აშშ-ის მედიამ დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა გაამჟღავნა. იგი პატრიკ კრუსიუსია.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმა აღწერა, როგორც „ლაჩრობის აქტი“.

 


„ვიცი, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის სათქმელს ვამბობ ამ დღევანდელი საზიზღარი ქმედების დაგმობით. არ არსებობს მიზეზები და ბოდიშები, რომელიც ოდესმე გაამართლებს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


თავდახმის შედეგად მოკლულთა ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა, მაგრამ ამის მიუხედავად მექსიკის პრეზიდენტმა მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მოკლულთა შორის სამი მექსიკელია, იუწყება „როიტერსი“.

 


ტეხასის ტრაგედია აშშ-ის თანამედროვე ისტორიის 8 ყველაზე საშინელ და სისხლიან თავდასხმად შეფასდა.

 


პოლიცია და ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI ) იძიებს დაწერა თუ არა შეიარაღებულმა მამაკაცმა თეთრკანიანი ნაციონალისტის „მანიფესტი“, რომელიც ონლაინ ფორუმზეა გაზიარებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ლათინოამერიკელი საზოგადოება იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი