მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად კონსორციუმისთვის დაფინანსების მოძიებაზე მთავრობას მითითება არ მიუცია
04-08-2019, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავრობას კონსორციუმისთვის არ უთქვამს, რომ მას უნდა მოეზიდა თანხა უშუალოდ ამ ოთხი ბანკისგან. კონსორციუმის ვალდებულება იყო დამატებით მოეზიდა მის მიერვე განსაზღვრული, პირველი ფაზის მშენებლობისთის საჭირო თანხა - 520 მილიონი. მას შეეძლო საკუთარი ფული შემოეტანა პორტის მშენებლობისთვის“,- ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა ანაკლიის პორტის ასაშენებლად დაფინანსების მოძიების სხვა ალტერნატივა, გარდა იმ 4 მსხვილი ბანკისა, რომლებთანაც კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებას.

 


„თქვენ იცით, რომ კონსორციუმში არის 4 დამფუძნებელი, მათ შორის, თანაბარ პროცენტებს ფლობს ქართველი და უცხოელი ინვესტორი. სწორედ ამერიკული კომპანია „კონტის“ დიდი სამშენებლო გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც შეძლო კონსორციუმმა ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადალახვა. შესაბამისად, პორტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საკუთარი დაფინანსებით, როგორც ამ კონსორციუმს, ისე სხვას,“- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

 


ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი დიდი პროექტების დაფინანსებისას, სესხის აღება არის ბუნებრივი და მიღებული ფორმა და საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც კონსორციუმი სესხის გამოყოფაზე ელაპარაკება, სწორედ ის ბანკები არიან, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.

 


„ის, რომ კონსორციუმმა მიმართა ამ 4 ბანკს იყო ბუნებრივი, თუმცა ეს იყო მათი გადაწყვეტილება და ეს არ ყოფილა მთავრობის მითითება. პირიქით, მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარა ამ ბანკებთან ურთიერთობაში, რაც მათ გამოხატეს სურვილი მათგან დაფინანსების მოზიდვის“, აცხადებს ცქიტიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი