ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი დაიწყო
05-08-2019, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ამპუტირებულ ფეხბურთელთა შორის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. სპორტკომპლექს „იმედის“ სტადიონზე გახნით მატჩში ერთმანეთს ყველა მონაწილე გუნდი დაუპირისპირდა.
 
ტურნირში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 და აზერბაიჯანის 1 გუნდი მონაწილეობს. ფინალური შეხვედრა კი, 7 აგვისტოს ქალაქ გორში გაიმართება. ქართული გუნდები, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურებითაა დაკომპლექტებული.
 
ტურნირის გახსნას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჩიხლაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე დაესწრნენ.
 
2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით იმართება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი