Agile Spirit 2019-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილი დასრულდა
05-08-2019, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილის თანადირექტორმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ მოწვეულ სტუმრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სასწავლო აუდიტორიებში განვლილი სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
 
ღონისძიების ფარგლებში, სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების თანახელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ბეიკერმა წვრთნაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას ჩატარებული სწავლებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს. შემდეგ კი, სამხედროები Agile Spirit 2019-ის სამახსოვრო დაფებით და კოინებით დააჯილდოვეს.
 
სწავლების დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე, სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში მონაწილე მულტინაციონალურმა პირადმა შემადგენლობამ, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებულ გმირთა მემორიალთან სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
 
მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 სამეთაურო-საშტაბო ნაწილის მიზანი გაერთიანებული ძალების კოორდინაცია და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბება, მანევრის შესრულება და ძალთა განლაგება, სიღრმითი ოპერაციების ჩატარება, ქვედანაყოფის განთავსება და გაძლიერება, ბრძოლაში ჩართვის რაიონების მოწყობა, თავდაცვა სიღრმეში, კონტრშეტევა და სტაბილურობის ოპერაციებზე გადასვლა იყო.
 
სწავლება ოფიციალურად 27 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს დასრულდება. საერთაშორისო წვრთნები პარალელურად 3 ლოკაციაზე- სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე მიმდინარეობს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის- საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი