ლია გიგაური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფოკაში, ვლადიმეროვკასა და ტამბოვკაში მოსახლეობას შეხვდა
05-08-2019, 22:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფოკაში, ვლადიმეროვკასა და ტამბოვკაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

 


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე, რომლებსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, დეპუტატები – ენზელ მკოიანი, კახაბერ ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე და ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ესწრებოდნენ, რეგიონში არსებული გამოწვევებისა და იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

 

 

 


სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ მათგან არის შესაძლებელი.

 

 

 


„ასევე, ვაწვდით ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით, ვჯერდებით სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფოს ბიუჯეტი ახლა იგეგმება, ამდენად, პროექტები, რომელთაც ხელისუფლება რეგიონებში ახორციელებს, მოსახლეობასთან უნდა იყოს შეთანხმებული და მათ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით დასახულ ამოცანებს, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენ ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ეს სახელმწიფო ენა უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო შეთავაზება რეგიონში სახელმწიფო ენის მობილური ჯგუფების ჩასვლასთან დაკავშირებით. ისინი დაეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ენის ფლობა სჭირდება“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

 

 

 


მისივე თქმით, საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან იყო წარმოდგენილი, ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა.

 


საუბარი აგრეთვე შეეხო სკოლების რეაბილიტაციას. მოსახლეობამ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი