ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
06-08-2019, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების - დვაბზუს, გაღმა დვაბზუს და მელექედურის მოსახლეობისგან იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ. შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა.

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო.

 

 

„რეგიონებში ინტენსიური შეხვედრების მიზანია, მოსახლეობამ უშუალოდ მიიღოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე. გურიის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის ისიც, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი. აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტებით ისარგებლა არაერთმა ბენეფიციარმა. თუმცა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და სახელმწიფო მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიიღოს სიკეთეები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.

 

 

მოსახლეობამ საუბნო გზების მოწესრიგებასთან და გაზიფიცირების საკითხთან ერთად, აგრონომის საჭიროების საკითხი დაასახელა.

 

 

შეხვედრას პარლამენტის წევრები, გურიის მხარის რწმუნებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი