გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შავი ზღვის ექსპედიციაში მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ
06-08-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის ექსპედიციაში მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ.

 

 

შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები ქართველ სპეციალისტებთან ერთად წყლის ფიზიკურ-ქიმიურ და ჰიდრობიოლოგიური პარამეტრებს, იხტიოფაუნის არსებულ მდგომარეობას და ზღვის ბიომრავალფეროვნებას გამოიკვლევენ.

 

 

„შავი ზღვის კვლევა უნიკალური ინფორმაციის წყაროა, რომელიც სანდო მონაცემებს გვაწვდის ზღვის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ პოზიტიური შედეგები გვაჩვენა საქართველოს სანაპირო წყლების ეკოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი