აშშ-ის ჯორჯიის შტატის გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თემაზე „ამოცანით მართვა“ ლექცია წაუკითხა
06-08-2019, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და თემაზე „ამოცანით მართვა“ ლექცია წაუკითხა. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამოცანით მართვის პრინციპები, სპეციფიკა, ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები და მართვის დროს მეთაურებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააცნო.

 

 

ამჟამად ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარეობს, რაც თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამოცანით მართვა ქვედანაყოფების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმძღვანელობასთან კავშირის გაწყვეტის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედოს.

მოგვიანებით ლექცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან შეხვედრას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დაესწრნენ.

 

 

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება Agile Spirit 2019-თან დაკავშირებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელმა გენერალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრა გამართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი