მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
სოფელ უწერაში დასრულდა არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები (სათავემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 1000მ, მდ.ბეღლორზე ნაპირსამაგრის მოწყობა 250მ, წყალგამწმენდ ნაგებობაზე ფრაქციული ღორღისა და წყალმიმღები არხების მოწყობა).
☑️შემსრულებელი: ი/მ ფრიდონ ორდინიძე.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფლებში-შქმერი(ხარისთვალი,უშოლთა),მრავალძალი,წმენდაური,ბორცო,ახალი ჩორდი. შემსრულებელი:შპს "კომუნალური სამსახური".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.