აგვისტოს ომსა და სამშიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან
07-08-2019, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2008 წლის აგვისტოს ომში და სამშიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის  შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა დაათვალიერეს.

 

 

სარეაბილიტაციო ცენტრი  დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში განთავსებული იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვანის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელედება.

 

 

წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილ სამხედრო  მოსამსახურეს, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელიზაბედ რუდი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობითა და მისი სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკელმა დიპლომატმა დაჭრილ სამხედროს კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა აღუქვა.

 

 

ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში სამი კვირის წინ დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი