ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტის დასაკავებლად მის სახლში სპეცრაზმი მივიდა, სახლთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი მხარდამჭერებს სპეცრაზმი რეზინის ტყვიებით გაუსწორდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ექსპრეზიდენტს ბრალი კორუფციაში ედება. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.