ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელი მიენიჭა
07-08-2019, 22:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში N15 ქუჩას, თავისი შესახვევითა და ჩიხებით, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელი მიენიჭა.

 


ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლილუაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სალხინოში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელობის ქუჩა გახსნეს.

 

 

შალვა ტრაპაიძე დაიბადა 1978 წლის 31 აგვისტოს, სოფელ სალხინოში. ბავშვობიდანვე მისი სურვილი და ოცნება იყო ყოფილიყო ღირსეული ჯარისკაცი. მსახურობდა გორის მეოთხე ბატალიონში. ძალზედ კეთილი, თავმდაბალი, ხალისიანი და იუმორით სავსე ახალგაზრდა იყო. იცოდა მეგობრების, უფროსების, სიყვარულისა და სიცოცხლის ფასი.

 


2008 წლის აგვისტოს ომის წინა ხაზზე ბრძოლისას ის ბოლომდე ამხნევებდა თანამებრძოლებს - „გამაგრდით ბიჭებო, არ შეშინდეთ!“. ის გმირულად დაიღუპა ქ. ცხინვალთან.

 


საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

 

 

ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი