ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ხრეითს, რგანს, დარკვეთსა და პერევისას ესტუმრნენ
08-08-2019, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსახლეობასთან შეხვედრისა და კომუნიკაციის გაზრდის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კაცია, პარლამენტის წევრი რომან კაკულია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხრეითს, რგანს,დარკვეთსა და პერევისას სტუმრობდნენ.

 

 

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ პრობლემის შესახებ, რაც გაწუხებთ და შევეცდებით უფრო მყისიერად,მოკლე დროში მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები" , - მიმართა შეკრებილებს ზვიად შალამბერიძემ.

 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება მიეცა, სტუმრებისთვის შეკითხვები პირადად დაესვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები, ძირითადად, სოფლებში შიდა საუბნო გზისა და სასმელი წყლით მოგვარებას,ასევე ჯანდაცვის,შეშით მომარაგების და სხვა საკითხებს ეხებოდა. ჭიათურის მერმა იმ ინიციატივებსა და პროექტებზე ისაუბრა , რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია ჭიათურის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

 

 

"ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ გავაძლიეროთ სოფელი,სადაც, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ", -აღნიშნა გივი მოდებაძემ და ჭიათურაში, კერძოდ, სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი