წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
08-08-2019, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, ვიცე-მერი ზურაბ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და ადგილობრივი თვითმმართველბის წარმომადგენლები, ტრადიციულად, დილიდან საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალზე შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დღუპულთა ხსოვნას.

 

 

წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანომზა მამა გიორგი ხარაბაძემ სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალი ყვავილებით შეამკო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრგიგოლ იოსელიანმა. პანაშვიდის შემდეგ მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც 8 აგვისტოს ომზე ფილმის ჩვენება მოეწყო.

 

 

გაიხსენეს ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცები წყალტუბოდან: მამუკა სამაკაშვილი, რომა უგრეხელიძე, მამია ფანცულაია, ფილიპე მგალობლიშვილი. „ 8 გავისტოს ომიდან, 11 წლის შემდეგაც, ისევ ღია გვაქვს იარები, ქედს ვიხრი იმ ვაჟკაცების სული წინაშე , ვინც იბრძოდა და თავი გაწირა სამშობლოს ერთიანობისთვის. 8 აგვისტოს ომი უდიდესი ტკივილია საქართველოს ისტორიაში, დიდება ჩვენი გმირების წმინდა სულებს,“ - განაცხადა შეხვედრაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

ფილმის ჩვენებას ესწრებოდა 22 წლის გმირის, მამუკა სამაკაშვილის დედა, მზია სამაკაშვილი. გმირების ისტორიები გაიხსენეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა ლილი გელენიძემ, სულიკო იოსელიანმა, ქალაქის I საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ. შეხვედრა იყო ცრემლიანი, ტკივილიანი და მომავლის რწმენის იმედით სავსე. ღონისძიების ორგანიზატორი იყო აიპ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი