დღეს, გმირთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
"მათი გმირობა, თავდადება, შეწირული სიცოცხლე, ხსოვნა ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ისინი სამაგალითონი არიან მომავალი თაობებისთვის და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ პატივი მივაგოთ მათ საფლავებს. მწამს , რომ ჩვენ აღარ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიები - აფახაზეთსა და სამაჩაბლოს აუცილებლად დავიბრუნებთ. მშვიდობით მოვიგებთ ომს" - განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ხონიდან ოთხი ახალგაზრდა შეეწირა: ვეფხია ჯიშკარიანი, მალხაზ აბაშიძე, მერაბ თუთისანი და გოჩა დანელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.