ელ პასოში სროლებისას დაჭრილმა ყველა პაციენტმა „უარი განაცხადა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე“
08-08-2019, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ელ პასოში მასობრივი სროლებისას დაჭრილმა ყველა პაციენტმა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, უარი განაცხადა ქალაქში ვიზიტად ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, იტყობინება „The Independent“-ი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

 


აშშ-ის პრეზიდენტი ოთხშაბათს ტეხასის შტატში მდებარე ქალაქ ელ პასოს და ასევე ოჰაიოს ქალაქ დეიტონს სტუმრობდა, რომ შეხვედროდა სროლებისას დაზარალებულებსა და მომხდარზე პირველ რეაგირების მომხდენ პირებს. ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლებს 20 ადამიანი ემსხვერპლა, დეიტონში განხორციელებულ თავდასხმას კი 11 - ჯამში 31 - დაჭრილია ათეულობით ადამიანი.

 


ტრამპი მხოლოდ უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან გაწერილ ორ პაციენტს შეხვდა, განაცხადა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა რიენ მილკმა და დაამატა, რომ 8 პაციენტმა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს, უარი თქვა აშშ-ის პირველ პირთან შეხვედრაზე.

 


„ეს ძალიან მგრძნობიარე მომენტია მათ ცხოვრებაში. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ პრეზიდენტთან შეხვედრა. ზოგიერთ მათგანს არ სურს არც ერთი ვიზიტორის ნახვა“, უთხრა „The Washington Post“-ს მილკმა.

 

 

როგორც გაზეთი იტყობინება, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაზარალებული რამდენიმე ადგილობრივ ოფიციალურ პირს შეხვდა, მათ შორის „დემოკრატ“ კონგრესვუმენს, ვერონიკა ესკობარს.

 


ელ პასოში ჩასული ტრამპი ქალაქის ზოგიერთი არჩეული ოფიციალური პირისა და ათასობით ადგილობრივი მცხოვრების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი 73 წლის პრეზიდენტს წამქეზებლურ რიტორიკასა და თეთრკანიანთა უპირატესობის - „Walmart „-ის ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მამაკაცის მიერ მხარდაჭერილი რასისტული იდეოლოგიის - წახალისებაში სდებენ ბრალს.

 


2020 წლის არჩევნების „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ბეტო ო’რურკმა, რომელიც ელ პასოდან არის, ტრამპს რასისტული წამქეზებელი უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი „დაეხმარა ზიზღის შექმნას, რომელმაც შაბათის ტრაგედია შესაძლებლი გახადა“ და ამგვარად, მისი „ადგილი აქ არ არის“.

 

 

ამის მიუხედავად, თეთრი სახლისკენ უკან მიმავალი ტრამპი მის კრიტიკოსებს თავად დაესხა თავს და „თვითერზე“ დაწერა, რომ სროლების შედეგად დაზარალებულებმა მას „სიყვარული, პატივისცემა და ენთუზიაზმი“ უჩვენეს.

 

 

„ელ პასოდან თეთრი სახლისკენ მივემგზავრები. რა დიდებულ ხალხს შევხვდი მე აქ და დეიტონში, ოჰაიოში. ყალბი ახალი ამბები მუშაობდა ზეგანაკვეთურად და ცდილობდა დავემცირებინე მე და ჩემი ორი ვიზიტი, მაგრამ ამან უბრალოდ არ იმუშავა. აქ სიყვარული, პატივისცემა და ენთუზიაზმი სუფევდა, რასაც ყველა უყურებდა... სამწუხაროა!“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი