„დღეს თქვენ, საოკუპაციო ხაზის პირისპირ მდგარი, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები ხართ“ - სალომე ზურაბიშვილი გრემისხევის ხეობას ესტუმრა
09-08-2019, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გრემისხევის ხეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად ესტუმრა. პრეზიდენტი 2008 წლის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს გრემისხევის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში დაესწრო და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

„დღეს თქვენ, საოკუპაციო ხაზის პირისპირ მდგარი, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები ხართ, ამიტომაც აუცილებელია თქვენი ყოფის შემსუბუქება, დახმარება და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა…ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიუღებელია მხოლოდ წარსულზე ფიქრი. დღევანდელი დღე უნდა ვაქციოთ იმედის დღედ. ამისათვის კი, მთავარი ძალისხმევა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისაკენ უნდა მივმართოთ“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა გრემისხევის მოსახლეობას ერთობლივი გადაწყვეტილება გააცნეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით და პირობა დადეს, რომ 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, მომავალ წელს დაიწყება. 2019 წლის "სოფლის მხარდაჭერის" პროგრამით აგრეთვე რეაბილიტირდება სასმელი წყლის სისტემები და მოეწყობა სოფლების შიდა და მათი დამაკავშირებელი გზები.

 

 

გრემისხევის მოსახლეობასთან შეხვედრის და მათი საჭიროებების მოსმენის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ბაზალეთის ტბა და ჭილაშვილების სასახლე მოინახულა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი