ლაილაშში უახლოეს მომავალში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, დაგეგმილია ლაჯანას სკოლის რეაბილიტაცია - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ორბელის, ლაჯანასა და ლაილაშის მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ
11-08-2019, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

 

 


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ორბელის, ლაჯანასა და ლაილაშის მოსახლეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრებთან - მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და კარლო კოპალიანთან ერთად შეხვდნენ.

 

 

 


შეხვედრებზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ლაილაშში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა, დაგეგმილია ლაჯანას სკოლის რეაბილიტაცია. ორბელში წარმატებით ხორციელდება პროექტი „სახელოვნებო ბანაკები“, რაც რეგიონის კულტურულ განვითარებას უწყობს ხელს.

 

 

 


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მოსახლეობას ახალ კულტურულ მარშრუტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია, რაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის წინაპირობაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, რომელიც ახალი ტურისტული მარშრუტების მთავარ მიმართულებად უნდა იქცეს.

 

 

 

 

შეხვედრებზე საუბარი შეეხო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.

 

 

 


შეხვედრების მიზანს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალშიც გააგრძელებენ ღია დიალოგის წარმოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან.

 

 

 

 

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი