ხობში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა
12-08-2019, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ, სადაც, გადმოცემის თანახმად, ცოტნე დადიანია დაკრძალული, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
წირვის შემდეგ ხობის საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „ცოტნე დადიანი და შოთა რუსთაველი“. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია და გიგა ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალქსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ ცოტნე დადიანის მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული, წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი